მერაბ ქვარაია: “ჩიქოვანს, როგორც მოქმედ დეპუტატს, ზუგდიდის ამომრჩევლებისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია”

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის ირაკლი ჩქოვანის ბრალდებებს პასუხობს.

ქვარაიას განცხადებით, ჩიქოვანი, რომელიც პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, ზუგდიდის პრობლემებით არასოდეს დაინტერესებულა.

„კანდიდატმა და მათ შორის, პარამენტარმა უნდა იცოდნენ, რომ თუ აქვთ რაიმე ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ -სარწმუნო ინფორმაცია, უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდა. რაც შეეხება ჩქოვანს, რომელიც მოქმედი პარლამენტარია, 4 წლის განმავლობაში არასოდეს დაინტერესებულა ქალაქ ზუგდიდის ცხოვრებით, არ მოუტანია ამომრჩევლისთვის არანაირი სარგებელი. ყველა კითხვებზე პასუხი იქნება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და შედეგები, რომელსაც 9 ოქტომბერს ვნახავთ“, – განაცხადა ქვარაიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მერაბ ქვარაიას საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდი უარყოფიდან შეაფასა და მას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დასდო ბრალი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი