დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტიოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრები არიან. მათ აქვთ პოტენციალი და შეუძლიათ საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
ჩვენ, ყველას ერთად – როგორც ამ საზოგადოების წევრებს, გვაქვს საპატიო მისია ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და უზრუნველვყოთ დაუნის სინდრომით მცხოვრები პირების თანასწორი ჩართულობა და მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და განსაკუთრებით, პოლიტიკოსები, გარანტია უნდა ვიყოთ იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ, ისარგებლონ ყველა იმ საზოგადოებრივი სიკეთით, რასაც სახელმწიფო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ოჯახებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და არ უნდა დავუშვათ, არც ერთი სახით, სტერეოტიპული მიდგომა და დისკრიმინაცია ნებისმიერ დონეზე. ჩვენ თანასწორნი ვართ!
ჩვენ, პოლიტიკოსები, თქვენი მეგობრები ვართ. ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვიტყვი, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე”