ირმა ინაშვილი ნიკა მელიას – თქვენ და სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ, დრო მოვა და ყველა გასამართლდებით

ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში – ასე მიმართა “პატრიოტთა აიანსი”-ს დეპუტატმა ირმა ინაშვილმა, „ერთიანი ნაციონალური ნაციონალური“ მოძრაობის წევრ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„მე შეგნებულად არ ვერევი და ვერთვები ამ დისკუსიაში. დამშვიდდით და მიხედეთ თქვენ თავს, თქვენ და სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ. დრო მოვა, ყველა გასამართლდებით. თუ ვერ მშვიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ. თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას. იმიტომ არ ვერევი ამ დისკუსიაში რომ ამ შემთხვევაში პრეტენზია მაქვს „ქართულ ოცნებასთან“. ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში, წყნარად იჯექი მანდ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება  მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გამოეხმაურა.

დეპუტატებს შორის დაპირისპირება მანდატურის სამსახურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი