ჯვარში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯვარის მოსახლეობას შეხვდნენ.

კომპანიის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს ქალაქის სასმელი წყლის სისტემის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომლის სამუშაოების დაწყებაც წლის ბოლოს იგეგმება.

ჯვარს ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, წყალი არასტაბილურად და შეფერხებით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას მრავალწლიანი პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება და 10 000-მდე მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ჭაბურღილები, შემკრები რეზერვუარი, სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება გამანაწილებელ ქსელს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 13 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.

შეხვედრისას, გუბერნატორმა და კომპანიის ხელმძღვანელმა მოსახლეობას, სამეგრელოს რეგიონში წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე, სხვა მასშტაბური პროექტებიც წარუდგინა. ასევე, ისაუბრა კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი