კალა-უშგულის მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 182-ე კილომეტრზე, (კალა-უშგულის მონაკვეთი) ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი