ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელისგან გაათავისუფლა

სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მაგამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მოსამართლემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე იმ მუხლით გადააკვალიფიცირა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, შესაბამისად, ისინი სასჯელის ვადის მოხდისგან თავისუფლდებიან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გირაო განესაზღვრათ და საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აეკრძალათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი