კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2946 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 973 909-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 919 367 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 311 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი