პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისგულზე იდო, რომ მესტიაში რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ეს დაადასტურა კიდეც.
„რიცხვები თქვენც ხომ მოისმინეთ – მესტიის მუნიციპალიტეტში 130 მლნ კვტ.სთ გამოიყენებოდა. ეს მაშინ, როცა მსგავსი სიდიდის და მოსახლეობის, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მსგავსი მუნიციპალიტეტები დაახლოებით 10 მილიონს მოიხმარენ. მოხმარება 13-ჯერ მეტი იყო, რაც უკვე ხელისგულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა. ეს ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა დაადასტურა კიდეც. გარდა იმისა, რომ უკანონობაა, ეს ყველაფერი ტვირთად აწვებოდა თავად მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, მათი ელექტროენერგიით მომარაგება გართულებული იყო, რაზეც თავადაც საუბრობდნენ. ამ მხრივ, მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავზე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იგრძნობს სიკეთეს, რომ დატვირთვა, რომელიც უკანონო საქმიანობით ხდებოდა, აღმოიფხვრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

