პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს დაბომბა ცხინვალი, 8-ში კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ომი.
“რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი”, – განაცხადა პრემიერმა.

