ერთადერთი სახელმწიფო და მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის რუსეთი -კობახიძე

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, “ერთადერთი სახელმწიფო და ერთადერთი მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია, ეს არის ძალიან მშრალი ფაქტი”.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რაც შეეხება ოკუპაციას, აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი. ამაზე უამრავი განცხადება კეთდება და ამას ჩაკითხვა აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ცხადზე ცხადი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს იყო ოკუპაცია და შემდეგ იყო ე.წ აღიარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი