კომენდანტის საათის დარღვევისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20-მდე მოქალაქე დაჯარიმდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კომენდანტის საათის დარღვევის გამო წუხელ 20-მდე მოქალაქე დაჯარიმდა. ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერი მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ფოთის საავადმყოფოში თვითიზოლაციაში მყოფი დედა შვილი გადაიყვანა.

“მათ გამოკვლევები უტარდებათ და მედიკოსები უახლოეს საათებში ეპიდდასკვნის შემდეგ გადაწყვეტენ, გაიგზავნება თუ არა კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში”, – განაცხადა შენგელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი