კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 1-ით გაიზარდა

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ამ დროისთვის 921-ს შეადგენს. ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ახლა 781-ია.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2687, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 207 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ცნობისთვის, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა სომხეთიდან შემოსულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს უკავშირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი