კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1010 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 885-ს შეადგენს. გარდაცვლილია 15 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5640 პირია მოთავსებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.

კომენტარები

დატოვე კომენტარი