ლარი გამყარდა – ეროვნული ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.71 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0041 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7729 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7662 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ -0.0067 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1510 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.2813 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 10 აგვისტოდან შევა ძალაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი