საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული. ისინი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით დასაჩუქრდებიან.

პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც. წელს განათლების სამინისტრომ ამ მიზნით ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.

ასევე, 2017 სასწავლო წელს უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლების სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსაც, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი