მერი შენგელაია: “აზრის გამოხატვაში საკრებულო ვერავის შეზღუდავს”

ზუგდიდის რაიონის საკრებულოში განმარტავენ, რომ ჯიხაშკარში “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ბერდია კუკავა უწყების მოქმედი თანამშრომელი ნამდვილად არის, თუმცა იქვე აღნიშნვენ, რომ ის შვებულებაში იმყოფება.

როგორც “Newsportal.ge”-ს საკრებულოს პრესსამსახურის თანამშრომელმა მერი შენგელაიამ განუცხადა, სხვა დასახელებული პირები საკრებულოს თანამშრომლები არ არიან და არც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები.

“ბერდია კუკავა არის ჩვენი თანამშრომელი, თუმცა დღეს იმყოფებდა კუთვნილ შვებულებაში და ჩენ ვერავის ვერ შევზღუდავთ იმაში, თუ სად წავა, როდის წავა და სად დააფიქსირებს საკუთარ აზრს”, – განმარტა შენგელაიამ.

შეგახენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის სანდრა რულოვსის შეხვედრაზე სოფელ ჯიხაშკარში დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე პირი, მათ შორის ზემოთხსენებული ბერდია კუკავა კანდიდატის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მას “ორგანოებით მოვაჭრე” უწოდეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი