„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ. 

შესაბამისი განცხადება „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

„კოორდინაცია-კონსულტაციის რეჟიმი ნიშნავს შემდეგს: „ლელო“, „შენების მოძრაობა“, „ახალი მემარჯვენეები“ დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევათანხმებთ ერთმანეთთან, გარდა პროპორციული არჩევნებისა საერთო ოპოზიციურ ფორმატში, რომელსაც რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი