ზუგდიდის მერიაში ენმ აქციას მართავს

ზუგდიდის მერიის შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. ენმ-ს სამეგრელოს რეგიონული კოორდინატორი მურთაზ ზოდელავა პარტიისა აქტივთან ერთად ითხოვს, ყოფილი მერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ეფექტურად ჩატარდეს. პარტიის წევრები  „კორუფციულ სქემაში“ ჩართულთა დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ.

„დღეს ჩვენ მოვედით მერის შენობაში სადაც არის ის ავადსახსენებელი კაბინეტი, სადაც მოხდა იმ ჩანაწერის ჩაწერა. სადაც ამ მერმა აიღო ბევრი ქრთამები. ჩვენ ვითხოვთ დაიწყოს ინტენსიური გამოძიება და მოვედით, რომ ვნახოთ მიმდინარეობს თუ არა ინტენსიური გამოძიება“, – აღნიშნა ენმ-ის ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ.

ზუგდიდის ყოფილი მერი განცხადებას დღეს გააკეთებს. ის გადადგომის დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი