“მალე ჩამოდი, მიშა, მალე!” – ზუგდიდში მცხოვრები დევნილები სააკაშვილს ესაუბრნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “facebook”-ის საკუთარ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს წარწერით “დღეს უკვე 23 ადგილას ჩავერთე სკაიპით”, სადაც ასახულია ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სოციალურ ქსელ “სკაიპის” საშუალებით ესაუბრებიან.

ვიდეოში ჩანს, რომ დევნილები სააკაშვილს ტაშს უკრავენ და სკანდირებენ: “მალე ჩამოდი, მალე! მოდი მიშა, მოდი!”

კომენტარები

დატოვე კომენტარი