მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის ჩვენება ზუგდიდში ჩაიშალა

მარჯანიშვილის თეატრმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში სპექტაკლის “როგორც გენებოთ” ჩვენება ვერ შეძლო.

ჩვენება ღია ცის ქვეშ იყო დაგეგმილი და ჩაშლის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა.

სპექტაკლი ვერც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში უჩვენეს, რადგან როგორც ცნობილია, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

დასის წევრები იმედოვნებენ, რომ ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაცია დროულად მოხდება და ზუგდიდელი მაყურებლის წინაშე წადრგენას ახლო მომავალში შეძლებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი