მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

დღეს, ვნების შვიდეულის დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს.

ტაძრების გარშემო დილიდან გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება, რასაც საღმრთო ლიტურგია მოჰყვება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს.

სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან ჯვარცმიდან მესამე დღეს მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ. უფლის ანგელოზმა კი მათ უთხრა, რომ უფალი აღდგა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი