მერაბ კოსტავას დედულეთში მისი სახელობის ბიუსტი და სკვერი გაიხსნა

ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დედულეთში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მისივე დაბადების დღეზე კოსტავას სახელობის სკვერი და ბიუსტი გაიხსნა.

იდეა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეს ბესიკ ესებუას ეკუთვნის, ქანდაკების ავტორი კი  თვითნასწავლი მხატვარი დემურ ანთიაა.

“ბატონმა ბესომ მითხრა, რომ ეს მე უნდა გამეკეთებინა, თუმცა ქვაზე აქამდე არასდროს მიმუშავია, ხეზე ვმუშაობდი. ძალიან განვიცადე ეს პასუხისმგებლობა, თუმცა მეგობრების დახმარებით ყველაფერი გამოვიდა. ვარ 65 წლის, ვიწონი 65 კილოს და 65 დღეში შევქმენი ეს ქანდაკება”, – ამბობს ანთია.

ახუთში დღესვე ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, მოეწყო შეჯიბრი ჭიდაობაშიც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი