დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში

საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა თუ რაიონში საქართველოს დამოუკიდებლობისდღეს ზეიმობენ. ტარდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ღონისძიებები ტარდება ზუგდიდშიც. ქალაქის ცენტრში დილიდან სამხედრო ტექნიკა გამოიფინა, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გარემოს დაცვის სამინისტროს კუთხე მოეწყო, სადაც სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი სტენდებია მოწყობილი. ზუგდიდში ჩავიდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელმაც სამინისტროს სტენდთან შეკრებილ ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრა და პირველადი დახმარების მაგალითები უჩვენა.

ადგილობრივი მთავრობის პირველმა პირებმა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ კი მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ილია ჭავჭავაძის ძეგლები ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებები ქალაქში მთელი დღის განმავლობაშ გაგრძელდება და საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი