აქცია-პერფორმანსი ენგურის ხიდზე [Video]


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინიტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდიდან პანტონიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით, მშვიდობის აქცია-პერფორმანსით დაიწყო, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„1918 წლის 26 მაისს საქართველოს პოლიტიკურმა მესვეურებმა, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მანამდე ბევრი თაობა იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო. დღეს, ზუსტად იქ ვართ სადაც ადმინისტრაციული საზღვარი გადის, საქართველოსა და მის ერთ მხარეს შორის, რომელსაც აფხაზეთი ქვია. ჩვენ ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 26 მაისს საქართველო გაერთიანებული, დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა იყოს“, – აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი