მერიამ 6 ნიჭიერ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრება დაუფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა და 6 ნიჭიერ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯები თანადაუფინანსა.

კომისიის გადაწყვეტილებით, გერმანიაში გამგზავრების ხარჯები, სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N 1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს კონსტანტინე აბშილავას და სასწავლო ცენტრ ჯი-ელ-სი-ს მოსწავლეებს თამარ ბულიასა და ნინო ყალიჩავას დაუფინანსდათ. სამივე მოსწავლე გოეთეს ინსტიტუტის პროექტის ,,ხიდი განათლებისკენ“ მონაწილეა.

აგრეთვე, საბერძნეთში, ნახევარკუნძულ პანიოტზე, საერთაშორისო ფესტივალზე გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდა ორსანტიის ანსამბლ ,,ოდაბადე“-ს სამ სოლისტს ლუკა წითაშვილს, გოგა და დათო მორგოშიებს.

ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი