მესტიის გზაზე კლდე ჩამოიშალა. ადგილზე შეფერხებულია ავტომობილებით გადაადგილება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, აფეთქებითი სამუშაოები განხორციელდება.
“მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილომეტრზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. ვიმედოვნებთ, ხვალ გაიხსნება გზა”, – განაცხადა ჟორჟოლიანი.