მესტიის მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

მესტიის შესასვლელი გზა გადაკეტილია. ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა ჩართოლანი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ უკვე 24 საათია, მესტიის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მისი თქმით, ამის გამო, გაიყინა წყლის მილები და მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა.

„აქცია ერთი კვირის უკანაც გვქონდა. მაშინ მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი დაგვპირდა ვითარების დარეგულირებას. ყველამ იცის, რომ ეს უშუქობა ე.წ. მაინერებს უკავშირდება. ხომ იციან, ვის უდგას, მოიყვანონ სპეცრაზმი და ამოიღონ, ან გათიშონ საბაგიროები. 21-ე საუკუნეში უშუქობა სირცხვილია. ჯერ ხელისუფლებიდან არავინ შეგვხმიანებია“, – აცხადებს ანა ჩართოლანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი