მესტიის მუნიციპალიტეტში მამაკაცის სასიკვდილოდ ცემაში ბრალდებული ძმები დააკავეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, მამაკაცის ცემის ფაქტზე, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა პოლიციამ ორი ძმა დააკავა. შემთხვევა სოფელ ლენჯერში მოხდა.

ლენჯერის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ნაცემი მამაკაცი გზაზე იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მესტიის საავადმყოფოში განაცხადეს, დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“newsportal.ge”-ს შინაგანს საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი