მიაწექით ბოლომდე – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფესიბუქზე” მიმართვა გაავრცელა:

“ახლა ვუყურებ ციფრებს, მომდის საარჩევნო უბნებიდან ეგზიტპოლები, მინდა გამოგიცხადოთ, რომ ოცნება, ივანიშვილი დამთავრდა. ახლა მნიშვნელოვანია ყველანი საარჩევნო უბნებზე, ახლა მნიშვნელოვანია რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად ნაკლები მათთვის და მეტი ოპოზიციისთვის, ჩვენ უკვე უნდა გადავიბაროთ ქვეყანა ქართველმა ხალხმა და ჩვენ ყველამ უნდა ერთად დავიწყოთ, ყოველგვარი პიროვნული ამბიციების გარეშე, მიაწექით, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან მაგრად მიდის საარჩევნო პროცესი, მიაწექით ბოლომდე, ჩამოშლილია სუსიც, მათი სტრუქტურებიც, ბოლომდე მიაწექით, ბოლომდე, მოგებული გვაქვს ეს არჩევნები ქართველ ხალხს, აბა, თქვენ იცით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების გეგმა, არჩევნებზე საკმარისი რაოდენობის ხალხი არ ყოფილიყო, ჩაიშალა.

„რაც არის ძალიან ნიშანდობლივი ამბავი საქართველოდან, არის ის, რომ ჩვენი ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობაა. ეს მაგარია, იმიტომ, რომ მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იყო იმაზე მიმართული, რომ კოვიდია, არ წახვიდეთ, სახლში დაეტიეთ. როცა სახელისუფლებო რესურსი ისედაც მუშაობს და თავისი ხალხი ისედაც მიჰყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ყველა არ აძლევენ ხმას, ეს იყო მათი გეგმა, რომ არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს გეგმა უკვე ჩაიშალა.

ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართლა ქვეყნის ბედი წყდება, და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომით მოწყობის. აბა თქვენ იცით”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი