მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” მიიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” გადმოიყვანეს.

კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილებია მობილიზებული და ტერიტორია ორივე მხრიდან ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ცნობისთვის, ოჯახის წევრებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას სათანადო მკურნალობა სჭირდება. სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი