მიწის რეგისტრაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს მუნიციპალიტეტებს აცნობენ

 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მიწის რეგისტრაციის გამარტივების სახელმწიფო პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პირადად გააცნო.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება და მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს.

მინისტრმა, საჯარო პირებს, მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიაწოდა, რათა მათ მომავალში მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ.

კანონპროექტი, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

თეა წულუკიანის განმარტებით, საკანონმდებლო ცლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რასაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.

შეხვედრას, რომელიც იუსტიციის სახლში გაიმართა, მინისტრის მოადგილე, მხარის რწმუნებული, მუნიციპალიტეტების გამგეობების და საკრებულოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი