მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში – კობახიძე

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების დაწყების მნიშვნელობას ეხებოდა.

„ციფრებზეც იყო საუბარი. როგორც აღინიშნა, დღეისათვის წლიური მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში არის 133 მლნ კილოვატ/საათი, როცა მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება არის 7, მაქსიმუმ, 10 მლნ კილოვატ/საათი. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს და უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა. ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი