მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები პრეზიდენტს აქციით და შეძახილებით „მონა” დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა. შესვლამდე მას მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები საპროტესტო აქციით და შეძახილებით “მონა” დახვდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ პრეზიდენტისთვის კარტოფილის, ხახვის და ლობიოს გადაცემა სურდათ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

პრეზიდენტი სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი