მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება.

„მომავალი 2 კვირა გვექნება გაზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის. საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი იყო, როგორც წესი 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა როდესაც იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი