მოსწავლეებს ექსკურსიაზე ღამისთევით წასვლა ეკრძალებათ, ლოკაცია კი სკოლიდან 150 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს

განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.

გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

ასევე, როგორც განათლების სამინისტროში სააგენტოს განუმარტეს, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი