მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსის შედეგად, 300 074 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, ამავე მონაცემებით, გლობალურად 4 405 688 შემთხვევა დაფიქსირდა.

აშშ ვირუსით გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი