საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 393 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.

ინფორმაციისთვის, 671 ადამიანიდან 393 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი