ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია მიიღებს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია მიიღებს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ ე.წ. კანდიდატების რეგისტრაცია 22 იანვარს დაიწყო. ამ დრომდე განაცხადი მხოლოდ ყოფილ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს ლეონიდ ძაპშბას აქვს წარდგენილი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა საპროტესტო აქციების შემდეგ 12 იანვარს დატოვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს არის დანიშნული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი