ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში დღეს დილით covid19-ით 95 წლის ქალი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

პაციენტს კორონავირუსის დიაგნოზი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა თავდაპირველად მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ქალი საავადმყოფოში 20 აპრილს გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შესვლისას პაციენტს ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ასევე მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთ-ერთი 95 წლის ქალი იყო. დაავადებულები ქალაქ გაგრაში, ერთ სახლში ცხოვრობდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი