რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესს დააფინანსებს.
შესაბამისი ბრძანება რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების შეთანხმებაზე ხელის მოწერისთვის ვლადიმერ პუტინმა 22 სექტემბერს გასცა.
შეთანხმებაზე ხელმოწერამდე რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენელბს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლბს ამ ტერიტორიებს.