ოკუპირებულმა აფხაზეთმა გალში საკარანტინო ზომები გაამკაცრა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის შეხვედრა გაიმართება, სადაც გალთან მიმართებაში დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

აფხაზური მედიის ცნობით, რეგიონში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, დე ფაქტო რეჟიმმა აღნიშნულ რეგიონში საკარანტინე ზომები გაამკაცრა.

ადგილობრივი მედიიის ინფორმაციით, ყველა გზა, რომელიც გალში შედის და გამოდის გადაკეტილია და მოსახლეობას რეგიონის დატოვების უფლება არ აქვს.

ცნობითვე, ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა 29 მარტს, მოსკოვიდან ადლერში ჩავიდა და „რუსულ-აფხაზური საზღვარი“ გადაკვეთა.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ვირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი