“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მმართველი პარტია დარწმუნებული იყო, რომ გიორგი შენგელია ზუგდიდის მერის არჩევნებში გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა.
“მათი დღის წესრიგი არ ყოფილა არჩევნების ჩატარება, მათი დღის წესრიგი იყო ზუგდიდში ყოფილიყო არეულობა და დაძაბულობა. შესაბამისად ეს დაძაბულობა და ე.წ. დუღილი გადაეტანათ მთელს საქართველოზე. ეს პროექტი არ განხორციელდა, ვერ განხორციელდება და შესაბამისად ისინი რა თქმა უნდა უკმაყოფილო იქნებიან ამით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო. მან ხმების 54,18%, ხოლო სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო.