ოცნების კომენტარები არ მაძლევს საშუალებას, დავიცვა ჩვენი კანდიდატურა – პრეზიდენტი

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საფრანგეთში, პოლონეთში და უკრიანაში ვიზიტზე “ოცნებამ” უარი უთხრა.

“ბრიუსელში ჩამოვედი იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრიანაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი