პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, პრეზიდენტობის კანდიდატებს – გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

„ჩვენ ბედნიერები ვართ რომ აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან მინისტრები და ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები,  სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია, მე მჯერა, თქვენ ვინც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ”, – განაცხადა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა უწმინდესმა აღავლინა. ტაძარში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი