პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია შოთა მიმინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეშმა,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის სახელზე სამძიმრის წერილი გამოაგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ პორტუგალიის ფედერაცია, საფეხბურთო კლუბ, „ზუგდიდი“-ს მეკარის, შოთა მამინაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდი”-ს მეკარის, შოთა მამინაშვილის, 31 წლის ასაკში გარდაცვალების გამო“, –  ნათქვამია  წერილში.

ფეხბურთელმა შოთა მამინაშვილმა, პირველ ოქტომბერს, ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურში “ვიტ ჯორჯიასთან” დაგეგმილი მატჩის წინ გასახურებელ ვარჯიშზე გონება დაკარგა და საავადმყოფოს მიყვანამდე გარდაიცვალა.

შოთა მამინაშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი ბათუმის “დინამოში” აქვს გატარებული და “ზუგდიდს” მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, სხვადასხვა დროს თამაშობდა “მაჭახელასა” და ქობულეთის “შუქურას” შემადგენლობაშიც.

იხილეთ იმავე თემაზე: http://newsportal.ge/sk-zugdidis-mekare-shota-miminashvili-gardaicvala/

კომენტარები

დატოვე კომენტარი