ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მამაკაცს ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ოთხი გასროლა მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს, ადგილზე ასევე იმყოფებოდა სხვა თანმხლები პირიც.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი