პრეზიდენტი მარგველაშვილი ანაკლიაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამეგრელოში იმყოფება.

“Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, პრეზიდენტი ანაკლიაში, სასტუმრო “ოქროს საწმისში” დაბინავდა.

გიორგი მარგველაშვილი შავი ზღვისპირეთში “მომავლის ბანაკის” დამსვენებელ მოზარდებთან გეგმავს შეხვედრას.

ინფორმაციის გადასაწმებლად “Newsportal.ge” პრეზიდენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ შეხვედრა “კამპანიის “შენი ხმა ჩვენი მომავალია” ფარგლებში გაიმართება.

ცნობისთვის, პრეზიდენტის რანგში ეს მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია სამეგრელოში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი