პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენაზე დღეს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამას. განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების პროცესი დასრულებულია.

დღეს კომისია სხდომაზე შეიკრიბა და ყველა განცხადება დეტალურად განიხილა. განცხადებების განხილვის შემდეგ პრიორიტეტული ოჯახები გამოვლინდება. კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

მიმდინარე წელს მერიაში 210 განცხადება შემოვიდა, აქედან 132 სახლის მშენებლობაზე, 78 კი ერთი თბილი ოთახის პროგრამაზე.

აღნიშნული პროგრამებისთვის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტისთვისაა გათვალისწინებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი