პუტინის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს ქართული მხარე განგრძობად ოკუპაციად აფასებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს აფასებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა განგრძობადი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობაა.

”ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან და ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ამ პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას 8 აგვისტოს გეგმავს. ის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.

ვლადიმერ პუტინი ბოლოს აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი