პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონების შესვლის შეთანხმებებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოთხი ახალი სუბიექტის მიღების შესახებ, რადგან ეს არის მილიონობით ადამიანის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი უფლება, მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში“, – აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლების მტკიცებით, რეგიონების მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ყალბი და უკანონო „რეფერენდუმების“ შედეგებს არ აღიარებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი